Accessibility links

logo-print

ობამას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, 28 აპრილს გაკეთდება განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ამ საკითხზე ობამამ ფილიპინებში ვიზიტისას ისაუბრა. მისი განმარტებით, სანქციების მიზეზია ის გარემოება, რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში კრიზისის განმუხტვის ხელშეწყობას. „ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მოქმდება იმ ინდივიდებისა და კომპანიების სიის განვრცობით, რომლებსაც სანქციები შეეხება. სანქციებს კონკრეტული მიზნები ექნება, ჩვენი ყურადღება ასევე იქნება მიმართული თავდაცვის სფეროში მაღალი ტექნოლოგიების ნაწარმის რუსეთში ექსპორტისაკენ, რომელიც არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ასეთ ვითარებაში“, განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას, შესაძლოა მიმართონ სანქციებს რუსეთის საბანკო სექტორისა და თავდაცვის სფეროს წინააღმდეგ. რუსეთის მიმართ შესაძლო ახალ სანქციებზე დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაც მსჯელობს.
XS
SM
MD
LG