Accessibility links

ერაყში ძალადობამ იმატა 30 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ


ერაყში ძალადობამ იმატა 30 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ. ოფიციალური პირების ცნობით, უშიშროების ძალების, სულ ცოტა, სამი წევრი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ ბაღდადში, საარჩევნო უბანთან მოწყობილი აფეთქებისას. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თუზ ხომატოშიც უშიშროების ძალების სამი წევრი შეიწირა საარჩევნო უბანთან მოწყობილმა აფეთქებამ. ხოლო ქალაქ მოსულში ექვსი ჟურნალისტი დაიჭრა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. არ დაშავებულა ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG