Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა მორიგი ვადით წამოაყენა თავისი კანდიდატურა


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია მომავალი თვის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ალ-ლაჰამმა. საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს უნდა ჩატარდეს სირიაში სამოქალაქო ომის მიუხედავად. 2011 წლის გაზაფხულზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150 ათასს აღემატება. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ამჟამად არ ექვემდებარება მთავრობის კონტროლს. ბაშარ ალ-ასადი 2000 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. პრეზიდენტის პოსტზე მისი წინამორბედი მამამისი იყო. ვარაუდობენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას ისევ ბაშარ ალ-ასადი მოიპოვებს. მის გარდა რეგისტრირებულია ექვსი კანდიდატი.
XS
SM
MD
LG