Accessibility links

პატრიარქი ითხოვს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის მიღების გადადებას


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტს მოუწოდებს, გადადოს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის ამჟამინდელი სახით მიღება. ამის შესახებ ნათქვამია ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. კანონპროექტის გადადების საჭიროების განმარტებისას, განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტით კონსტიტუციაში არარსებული ცნებების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა „ხალხში დიდ ვნებათაღელვას“ იწვევს, რადგან საქართველოს „მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით“. 29 აპრილს პარლამენტი მეორე მოსმენით აპირებს განიხილოს კანონის პროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რომლის მიღების ვალდებულება საქართველოს მთავობამ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG