Accessibility links

logo-print

აშშ-მა რუსეთს დაუწესა ახალი სანქციები, რომლებიც მიმართულია იგორ სეჩინის წინააღმდეგაც


შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუწესა ახალი სანქციები, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირის, იგორ სეჩინის წინააღმდეგაც. სეჩინის გარდა, ახალი სანქციები ეხება კიდევ ექვს ოფიციალურ პირს და რუსეთის 17 კომპანიას. მიზეზია მოსკოვის - შეერთებული შტატების შეფასებით - „უდავო“ როლი უკრაინაში ბოლოდროინდელ ძალადობაში. იგორ სეჩინი არის სახელმწიფო ნავოთობკომპანია „როსნეფტის“ თავმჯდომარე და მიჩნეულია რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად, პუტინის შემდეგ. აშშ-ის სანქციები, რომელთა შესახებაც დღეს გამოაცხადეს ვაშინგტონში, წარმოადგენს ზომების მესამე წყებას რუსევის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. სანქცირებულ კომპანიებს შორის არ არის „გაზპრომი“. როგორც იუწყებიან, სანქციები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყივნას, აშშ-ის ვიზებზე უარს და კომპანიებისთვის ლიცენზიების შეზღუდვას.
XS
SM
MD
LG