Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი საკუთარი ნაწარმით ჩაანაცვლებს სამხედრო იპორტს, რომელსაც კარგავს უკრაინის კრიზისის გამო


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს შეუძლია, საკუთარი პროდუქციით ჩაანაცვლოს სამხედრო ნაწარმის იმპორტი, რომელსაც კარგავს უკრაინის კრიზისის გამო. პუტინმა ორშაბათს ქალაქ პეტროზავოსდკში, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრებთან შეხვედრისას გამოთქვა რწმენა, რომ დასავლური სანქციების ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუშალონ რუსეთს, თავისი ნაწარმით აანაზღაუროს სამხედრო იმპორტი უკრაინიდან. მაგრამ პუტინს სჯერა, რომ რუსეთი ამას შეძლებს, რისთვისაც დაახლოებით 2,5 წელიწადი დასჭირდება. მისივე თქმით, რუსეთთან კავშირის გაწყვეტა გამანადგურებელი იქნება უკრაინის თავდაცვის სექტორისათვის.
XS
SM
MD
LG