Accessibility links

ერაყში თავდასხმებმა შეიწირა, სულ ცოტა, 20 ადამიანი


ერაყში ძალადობამ იმატა 30 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ. იუწყებიან, რომ რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 ადამიანი. უშიშროების გაძლიერებული ზომების მიუხედავად, ექსტრემისტებმა შეძლეს თავდასხმა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მას შემდეგ, რაც არმიამ და პოლიციამ დაიწყეს საარჩევნო ბიულეტენების დარიგება ერაყის რეგიონებში. ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმა მოეწყო ბაღდადის ჩრდილოეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარე თუზ ხორმატოში: თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომელსაც უშიშროების ძალების ექვსი წევრი შეეწირა.
XS
SM
MD
LG