Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კვლავ მოითხოვა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენცის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მისი დაწყებისას ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროს ორი მკვიდრი. ცნობების თანახმად, ისინი წასული იყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ სოფელ თორჩანაში, ჯონჯოლის საკრეფად. ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კვლავ მოითხოვა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ადამიანების დაკავების შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრის, 21 მარტის შემდეგ. ერგნეთის შეხვედრის ორგანიზატორებად სახელდებიან საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის თავმჯდომარე ტოივო კლაარი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ანჯელო გნედინგერი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG