Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს აღმოსავლეთ უკრაინაში დამკვირვებლების გაგზავნას


ეუთოში რუსეთის ელჩმა „ძალიან უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი უწოდა ამ ორგანიზაციის დამკვირვებლების გაგზავნას აღმოსავლეთ უკრაინაში - სადაც ისინი გასულ კვირაში ჩაიგდეს ხელთ პრო-რუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა. ანდრეი კელინმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელი დამკვირვებლების გათავისუფლება „კარგი ნაბიჯი“ იქნება კრიზისის დეესკალაციის გზაზე. მისი განცხადებით, მოსკოვიც დგამს გარკვეულ ნაბიჯებს მონიტორთა გათავისუფლების მიზნით - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. კელინი ჟურნალისტების წინაშე ამ განცხადებებით გამოვიდა 28 აპრილს, ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ. პრო-რუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთის ქალაქ სლავიანსკში 15 აპრილს დააკავეს ეუთოს რვა დამკვირვებელი. ერთი მათგანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, თუმცა დანარჩენები კვლავ ტყვეობაში რჩებიან. სეპარატისტების ლიდერი მათ „ომის ტყვეებს“ უწოდებს. გერმანია მოსკოვს მოუწოდებს თავისი გავლენა გამოიყენოს და დამკვირვებლების გათავისუფლებას მიაღწიოს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა 28 აპრილს გაეროს ყველა წევრს, ვისაც რაიმე გავლენა აქვს, მოუწოდა იმუშაონ ეუთოს დამკვირვებლების გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG