Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი გააკრიტიკეს ისრაელზე გამოთქმული მოსაზრების გამო


აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა და ისრაელის მხარდამჭერმა ჯგუფებმა 28 აპრილს გააკრიტიკეს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო და თვლიან, რომ მან ბოდიშიც უნდა მოიხადოს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, 25 აპრილს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ჯონ კერის განუცხადებია, რომ ისრაელი, შესაძლოა გადაიქცეს აპარტეიდულ სახელმწიფოდ, თუკი პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს. 28 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ამ ინფორმაციას. ორშაბათსვე გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც სახელმწიფო მდივანი განმარტავს: "უკან გადახვევის საშუალება რომ იყოს, მე სხვა სიტყვას ვიხმარდიო"-ო. კერი ასევე შენიშნავს: "არ ვთვლი და არც ოდესმე საჯარო ან კერძო საუბრისას განმიცხადებია, რომ ისრაელი აპარტეიდული სახელმწიფოა, ან ასეთად იქცევა".
XS
SM
MD
LG