Accessibility links

ბარაკ ობამა ასრულებს აზიურ ტურნეს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე მეორე დღეა ფილიპინებზე იმყოფება. 29 აპრილს ის შეხვდება ამერიკელ და ფილიპინელ სამხედროებს. ობამა სწორედ ფილიპინებზე ვიზიტით ასრულებს აზიურ ტურნეს, რომლის მიზანიც ამ რეგიონში აშშ-ის მოკავშირეთა მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის გამოხატვა იყო. ვიზიტის პირველ დღეს ვაშინგტონსა და მანილას შორის ხელი მოეწერა თავდაცვის ახალ შეთანხმებას, რომელიც, სულ ცოტა, 10 წელიწადს იმოქმედებს და აშშ სამხედრო ძალებს ფილიპინების სამხედრო ბაზების გამოყენების ნებას რთავს. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება არ არის მიმართული ჩინეთის წინააღმდეგ, ან მისი შეკავებისკენ. აზიური ტურნეს განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი ფილიპინების გარდა ეწვია იაპონიას, სამხრეთ კორეასა და მალაიზიას.
XS
SM
MD
LG