Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა ბორნის კატასტროფის გამო


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ ჯუნ-ჰიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მისმა მთავრობამ ვერ შეძლო ბორნის კატასტროფის თავიდან აცილება. 29 აპრილს სამხრეთ კორეაში ტელევიზიით გავრცელდა პრეზიდენტის განცხადება. ორი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი. 16 აპრილს ბორნის ჩაძირვის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ან დაკარგულად ითვლება. სამხრეთ კორეის მთავრობას აკრიტიკებენ კორუფციისა და საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო. 100-ზე მეტი დაკარგული პირის ნათესავები კი თვლიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა სამაშველო ოპერაციის დაწყების შეყოვნებამ გაზარდა.
XS
SM
MD
LG