Accessibility links

logo-print

პარლამენტს მოუწოდებენ, არჩევნებამდე დაამტკიცოს უკანონო მიყურადების შესახებ კანონპროექტები


კამპანიის "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" მონაწილე ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უკანონო ფარული მიყურადების აღსაკვეთად მომზადებული კანონპროექტების განხილვის და დამტკიცების პროცედურა თვითმმართველობის არჩევნებამდე დაასრულოს. კამპანიის ინიციატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება და შესაბამისად, შესაძლოა გადაიდოს საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა და მიღება. კამპანიის მონაწილენი მიმართავენ მთავრობასაც, არ გააჭიანუროს განხილვის პროცესი და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით მომზადებულ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
XS
SM
MD
LG