Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება სამუშაო ვიზიტით


საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი ალასანია პენტაგონში შეხვდება აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ჩაკ ჰეიგელს. შეხვედრისას განიხილება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. ვაშინგტონში ირაკლი ალასანია შეხვდება თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, სენატორებსა და კონგრესმენებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG