Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გამოაქვეყნა სანქცირებული რუსების ახალი სია


ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ 15 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც დაუმატა უკრაინის კრიზისის გამო სანქცირებული რუსების სიას. 15 პირს შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი, რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი, ისევე როგორც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის განცხადებით, ის „შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებით“. ისევე როგორც ევროკავშირმა, აშშ-მაც ორშაბათს დააწესა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ახალი ზომები ეხება შვიდ ოფიციალურ პირს.
XS
SM
MD
LG