Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის დაჭრილ მერს ისრაელში უმკურნალებენ


უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერი გენადი კერმესი სამკურნალოდ ისრაელში ჩაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის გუშინ მძიმედ დაჭრა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა. ხარკოვის მერიის წარმომადგენლების ცნობით, კერმესი ქალაქ ჰაიფის კლინიკაშია. ხარკოვი არის აღმოსავლეთ უკრაინის იმ ქალაქებს შორის, რომლებშიც პრპორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა მიმდინარე თვეში კონტროლი დაამყარეს მთავრობის შენობებზე. ხარკოვში უკრაინის უშიშროების ძალებმა და პოლიციამ ისევ აღადგინეს კონტროლი. დაჭრილ მერს, გენადი კერმესს ჯერ პრორუსული პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით კიევის პროდასავლური მთავრობის მხარეზე გადავიდა.
XS
SM
MD
LG