Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევა მოსამართლეების შესახებ


კვლევა მოსამართლეების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00
გადმოწერა

29 აპრილს ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ მოსამართლეთა შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში წარმოდგენილია სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზებისა და პრობლემების მიმოხილვა, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, მივლინების შესახებ. ანგარიშში ასევე შესულია მთელი რიგი რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს რეგულაციები, რომლითაც დადგენილია მოსამართლის სხვა რაიონის სასამართლოში მივლინება. ასევე კონკურსის წესით მოსამართლის შერჩევამდე ვაკანსია თავდაპირველად უნდა შეეთავაზოთ რეზერვში მყოფ მოსამართლეებს. ასევე უნდა დაიხვეწოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები.

XS
SM
MD
LG