Accessibility links

ერაყში აფეთქებებმა 15 ადამიანი შეიწირა


ერაყში 15 ადამიანი დაიღუპა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოწყობილი აფეთქებების შედეგად. უშიშროების სამსახურის და მედიკოსების ცნობით, ორი ბომბი აფეთქდა ქალაქ საადიის ბაზარში. დაიღუპა, სულ ცოტა, 15 და დაიჭრა 20 ადამიანი. საადია აღმოსავლეთ ერაყში მდებარეობს. ამ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, ძალადობამ 30 ადამიანი შეიწირა საადიის მახლობლად მდებარე ქალაქ ხანაკინში. 30 აპრილს ერაყში საპარლამენტო არჩევნები იმართება. პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი, რომელიც ერაყში უმრავლესობაში მყოფი შიიტების წარმომადგენელია, მესამე ვადით ცდილობს მთავრობის სათავეში დარჩენას. ოპონენტები მას ძალაუფლების მონოპოლიზებასა და უმცირესობების შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG