Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააკავეს ცნობილი უფლებადამცველი და მისი მეუღლე


აზერბაიჯანში დააკავეს ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი, ლეილა იუნუსი და მისი მეუღლე არიფ იუნუსი. ისინი დააკავეს ბაქოს აეროპორტში, როცა დოჰაში გამგზავრებას აპირებდნენ. იუნუსის ადვოკატს, ხალიდ ბაგიროვს ჯერ არ ეძლევა კლიენტთან შეხვედრის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში მივიდა. ადვოკატის ვარაუდით, ლეილა იუნუსის დაკავება უკავშირდება ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვის საქმეს. მირკადიროვი ბაქოში 20 აპრილს დააპატიმრეს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ლეილა იუნისს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და დირექტორია, მრავალი წელია კონტაქტი აქვს სომხეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG