Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში დააპატიმრეს ჩერნობილისადმი მიძღვნილი აქციის რვა მონაწილე


ბელორუსიაში სასამართლომ 15-დან 25 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა რვა ოპოზიციონერ აქტივისტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩერნობილში 1986 წლის ატომური კატასტროფის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაში. აქტივისტები 26 აპრილს დააკავეს, ჩერნობილის კატასტროფის მსხვერპლისათვის პატივის მიგების შემდეგ. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. დაპატიმრებულებს შორის მყოფმა იური რუბცოვმა შიმშილობა გამოაცხადა 25-დღიანი პატიმრობის გასაპროტესტებლად. აქცია სანქცირებული იყო მინსკის მერიის მიერ.
XS
SM
MD
LG