Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სასულიერო პირებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო კომიტეტის სხდომა


საქართველოში სასულიერო პირებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც ანტიდისკრიმინაციულ პროექტს განიხილავენ. ცნობების თანახმად, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, როგორც დღევანდელი სხდომიდან ჩანს, ისინი ვერ მიაღწევენ უმრავლესობასთან შეთანხმებას. "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. დღესვე პარლამენტთან შეიკრიბნენ კანონპროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის ორგანიზაცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და სასულიერო პირები აპროტესტებენ კანონპროექტს, რადგან მასში ხედავენ, ზოგის თქმით, "ჰომოსექსუალობის ლეგალიზების“ მცდელობას. თავის მხრივ, პარლამენტთან შეკრებილების მეორე ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცებას, თუმცა მოითხოვა კანონმდებლობაში აღსრულების ქმედითი მექანიზმების ჩადება.
XS
SM
MD
LG