Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში დაკითხეს ცნობილი უფლებადამცველი


აზერბაიჯანში გამომძიებლებმა დაკითხეს ცნობილი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი და გაჩხრიკეს მისი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისი. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, იუნუსი, რომელიც აეროპორტში დააკავეს თავის მეუღლესთან ერთად, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში მიიყვანეს ჩხრეკის დროს. ნათელი არ არის, აქტივისტი გაათავისუფლეს თუ რაიმე ბრალდება წაუყენეს. ლეილა იუნუსმა სამშაბათს ბაქოში უთხრა ჟურნალისტებს, რომ 29 აპრილს გამომძიებლებმა დაუსვეს შეკითხვები ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვთან ურთიერთობის შესახებ. მირკადიროვი ბაქოში 20 აპრილს დააპატიმრეს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ლეილა იუნუსს უკვე მრავალი წელია, კონტაქტი აქვს სომხეთის სამოქალაქო სექტორთან.
XS
SM
MD
LG