Accessibility links

logo-print

სეპარატისტებმა ორი შენობა დაიპყრეს უკრაინის ქალაქ ლუგანსკში


უკრაინის ქალაქ ლუგანსკში პრორუსულად განწყობილი რამდენიმე ათასი სეპარატისტი შეიჭრა რეგიონის ადმინისტრაციის შენობასა და პროკურატურაში. აქტივისტებმა ჯერ ადმინისტრაციის შენობა დაიპყრეს, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა სეპარატისტმა მიაშურა პროკურატურას და ამ შენობაზეც კონტროლი დაამყარა. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა მოითხოვა ლუგანსკისა და დონეცკიის პოლიციის ხელმძღვანელების გადაყენება. აღმოსავლეთ უკრაინაში სულ უფრო მწვავდება დაძაბულობა. 28 აპრილს მძიმედ დაჭრეს ქალაქ ხარკოვის მერი, გენადი კერმესი. მას ზურგში ესროლა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა. 29 აპრილს კერმესი სამკურნალოდ ჩაიყვანეს ისრაელში, სადაც მას წარმატებით გაუკეთეს ოპერაცია. თუმცა, ექიმების განცხადებით, პაციენტს შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG