Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაკიცხა აშშ-სა და ევროპის სანქციები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაკიცხა უკრაინის კრიზისისათვის რუსეთის მიმართ აშშ-ისა და ევროპის სანქციები და მათ „საღ აზრსმოკლებული“ უწოდა. სანქციები დასავლეთის საკუთარი სუსტი პოლიტიკის შედეგია, - განაცხადა სერგეი ლავროვმა კუბაში. 15 სანქცირებულის სიაში, რომელიც სამშაბათს გამოაქვეყნა ევროკავშირმა, შედიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ლიუდმილა შვეცოვა, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები, მათ შორის, სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი მენიაილო და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ ბელავენცევი. ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა აგრეთვე რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის ინტეგრაციის პროცესს.
XS
SM
MD
LG