Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: მოვლენები უკრაინაში განგაშის სიგნალია ნატოსათვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნატოსათვის განგაშის სიგნალი უწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ყირიმის ოკუპაციითა და აღმოსავლეთ უკრაინის შემდგომი დესტაბილიზაციით რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლას ცდილობსო განაცხადა ჯონ კერიმ 29 აპრილს ვაშინგტონში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით ნატოს მოკავშირეებმა აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა გააგებინონ კრემლს, „რომ ნატოს ტერიტორია ხელშეუხებელია და ჩვენ დავიცავთ მის თითოეულ გოჯს.“
XS
SM
MD
LG