Accessibility links

ერაყში დღეს საპარლამენტო არჩევნებია


ერაყში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. 227 პოლიტიკურ ბლოკს 9000-ზე მეტი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი. ერაყის 20 მილიონზე მეტი მოქალაქეა უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, რომლის შედეგადაც უნდა აირჩიონ 328 მანდატიანი პარლამენტი. ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ერაყში მას შემდეგ, რაც 2011 წელს აშშ-ის ძალებმა დატოვეს ეს ქვეყანა. მოელიან, რომ მანდატების უდიდეს ნაწილს მოიპოვებს პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის „კანონის უზენაესობის“ ალიანსი. ეს კი მალიკის მისცემს შანსს უკვე მესამედ მიიღოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოთხწლიანი ვადით. საპარლამენტო არჩევნები ტარდება ყველაზე ძალადობრივი მოვლენების ფონზე, რაც კი ბოლო წლებში ერაყში ყოფილა - გახშირდა ტერორისტული თავდასხმები, სამთავრობო ძალები კი ებრძვიან მეამბოხეებს ფალუჯასა და ანბარის პროვინციაში. ერაყის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლია ანბარის პროვინციის მხოლოდ 70%-ში. იქ მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, დაახლოებით 420 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
XS
SM
MD
LG