Accessibility links

ვლადიმირ პუტინი: უკრაინაში არ იმყოფება არც ერთი რუსი ჯარისკაცი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ იმყოფება არც ერთი რუსი სამხედრო, ან უშიშროების ძალების თანამშრომელი. ვლადიმირ პუტინმა 29 აპრილს მონაწილეობა მიიღო ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, რომელიც მინსკში გაიმართა. სხდომის შემდეგ ის ჟურნალისტებს შეხვდა და განუცხადა, რომ უკრაინაში არ იმყოფება რუსეთის საგანგებო ძალები. პუტინის განცხადებით, დასავლეთმა შეუწყო ხელი არეულობას უკრაინაში, ახლა განტევების ვაცს ეძებს და ამიტომაც უწესებს რუსეთს სანქციებს. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, მისმა მთავრობამ იმსჯელა სანქციების საპასუხო ზომების მიღებაზე, თუმცა, თავად პუტინი ამ ეტაპზე ვერ ხედავს მათი განხორციელების საჭიროებას. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუკი სანქციები გაგრძელდება, რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს გადახედოს დასავლეთის კომპანიების მონაწილეობას მის ენერგეტიკულ პროექტებში.
XS
SM
MD
LG