Accessibility links

logo-print

ერაყის საარჩევნო უბნებს ექსტრემისტები დაესხნენ თავს


ერაყის მოქალაქეების მიერ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დაწყებიდან მალევე ქვეყნის ჩრდილოეთში საარჩევნო უბანთან ახლოს აფეთქება მოხდა, რასაც ორი ქალი ემსხვერპლა. ორი ჭურვი დაეცა ბაღდადიდან დასავლეთით მდებარე უბანზე. მსხვერპლით დასრულდა აფეთქება ქირქუქთან ახლოს მდებარე ქალაქშიც. ქვეყნის ჩრდილოეთში კიდევ ერთი საარჩევნო უბანი ექსტრემისტებმა ხელში ჩაიგდეს - მათ საარჩევნო კომისიის წევრები და ამომრჩევლები შენობიდან გაიყვანეს და ამის შემდეგ ის ააფეთქეს. ძალადობის შემთხვევები უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად ხდება. 328 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 277 პოლიტიკური ბლოკის 9,000-ზე მეტი წარმომადგენელი იბრძვის. პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ, რომელიც მესამე ვადისთვის იბრძვის, განაცხადა, გამარჯვება გარდაუვალიაო.
XS
SM
MD
LG