Accessibility links

logo-print

უკრაინის ქალაქ გორლივკაში სამთავრობო შენობებში სეპარატისტები შეიჭრნენ


უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ გორლივკაში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები შეიჭრნენ სამთავრობო შენობაში და პოლიციის შტაბ-ბინაში. ოფიციალური პირების ცნობით, ორ შენობას სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოცამდე შეიარაღებული პირი დაეპატრონა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. დონეცკის პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გორლივკის შტაბ-ბინაში იარაღი არ ინახებოდა. პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს მთავრობის შენობები და პოლიციის შტაბ-ბინები უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე თორმეტიოდე ქალაქში აქვთ დაკავებული. ქვეყნის აღმოსავლეთის პრო-რუსულად განწყობილი ლიდერები გამოდიან მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რომელმაც მათ რეგიონს მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს.
XS
SM
MD
LG