Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამხედროებთან შეტაკებას სულ მცირე 60 ექსტრემისტი ემსხვერპლა


ავღანეთის სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ ავღანეთის სამხედრო ძალებმა, რომლებსაც დასავლეთის საჰაერო ძალები უმაგრებდნენ ზურგს, სულ მცირე 60 ექსტრემისტი დახოცეს პაკისტანთან საზღვრის ახლოს მომხდარ შეტაკებაში. სააგენტოს ცნობით, ბრძოლა მაშინ დაიწყო, როცა ჰაქანის ქსელის 300-მდე ექსტრემისტმა და სხვა უცხოელმა მებრძოლებმა ავღანეთის სამხედრო ბაზაზე სცადეს შეჭრა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებას სულ მცირე ხუთი ჯარისკაცი შეეწირა. ამასთან, მათი ინფორმაციით, ერთი სამხედრო გაიტაცეს და კიდევ ექვსი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG