Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიამ სან-დიეგოს კლინიკაში მოინახულა დაჭრილი ქართველი სამხედროები


სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა აშშ-დან, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ალასანიას განცხადებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები პირველ ყოვლისა ცდილობენ შეიარაღებული ძალების იმიჯის შელახვას, რადგან კარგად იციან, რომ ქვეყნის სიმტკიცე სწორედ შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 93% მხარს უჭერს და ენდობა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. „თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებსაც ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მან სან-დიეგოს კლინიკაში მოინახულა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაჭრილი ქართველი სამხედროები, რომლებიც ამერიკულ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადიან. ვიზიტისას ირაკლი ალასანია აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს და კონგრესის წევრებს შეხვდება
XS
SM
MD
LG