Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიონარკოტიკი - წერილი ჯოჯოხეთიდან


ავტორი: ბედნიერ ბედნიერებაშვილი

ეს ნამდვილი ამბავია და 2013 წლის 19 აპრილს 19 საათიდან 20 საათამდე გაგრძელდა .

ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ მარიჰუანა მქონდა მოწეული რამოდენიმეჯერ და ძალიან მომეწონა . მას ხელი მიუწვდა ბიონარკოტიკზე და შევხვდით , მე კიდე ჩემს სხვა მეგობარს დავურეკე და მასტან ავედით ბინაში ჩვენ არცერთმა არ ვიცოდით ბიოს მოხმარების წესი და მარტივად როგორც მარიჰუანა კეთდება ისე შევაკეთეთ სიგარეტთან ერთად, ისე , რომ მაქსიმუმ 5-6 ნამცეცი ბიო გავურიეთ სიგარეტს .

ნახევარი წუთის განმავლობაში ზუსტად სამ -სამი ნაპასი დავარტყით და რა განვიცადე აღვწერ:

ნაპასის დამთავრების შემდეგ თავში დაიწყო რევოლუცია მაგრამ არ ისეთი რაც ახლავს მარიჰუანას, ეს იყო სხვა რამე:

1. მახსენდებოდა ისტორიის მასწავლებლის შვილი რომელმაც თავი ჩამოიხრჩო

2. მახსენდებოდა კლასელის მამა, რომელიც კლდეზე გადაფრინდა მანქანით და მოკვდა

3. მახსენდებოდა მშობლები , რომლებიც მნახავდნენ უაზროდ მკვდარს

მე სასწრაფოს გამოძახება გადავწყვიტე , მაგრამ არავის ნომერი არ მახსოვდა, ხოლო მეგობრებმა ვერ გამოიძახეს . ისინი მიყურებდნენ მე და როგორც შემდეგ მითხრა ერთმა, ვერ მცნობდა მე, მიმიყვანეს სარკეში სადაც თვალების ფერის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენდი , მე ვიდექი ფეხზე და ვგრძნობდი ჩემს ლეშს , ხოლო ფიქრები სიკვდილზე თავიდან არ გადიოდა. სამზარეულოდან სადაც მოვწიეთ მანძილი მისაღებ ოთახამდე უსასრულოდ მეჩვენებოდა , დრო გაჩერდა .

მეგობარი არ დაიბნა და ცდილობდა მოვეწყვიტე სიკვდილისკენ მიმავალი სამაყაროდან ,ეს სამაყარო იყო სიკვდილის განცდა , როცა ვერ კვდები მაგრამ ხედავ შენს გვამს , ნახევარი საათის განმავლობაში, მასხამდნენ ცივ წყალს აბაზანაში . ვკანაკალებდი როგორც ელექტრო შოკზე მიერთებული ადამიანი და ვირტყამდი ხელებს მთელს სხეულზე .

ეს ყველაფერი მახსენებდა ბაბუას ტკივილებს ავადმყოფობისას და ვფიქრობდი როგორ ვუახლოვდებოდი მას . ეს მტანჯველი არაადამიანური შეგრძნებები გრძელდებოდა დააახლოებით ერთი საათი , მაგრამ ეს იყო 1 წელი ერთ საათში.

როდესაც გადარჩენის შანსს ჩავეჭიდე მუსიკის ჩართვა მოვინდომე კომპიუტერში , ვერ ვრთავდი მუშა კომპიუტერში მუსიკას პინკ ფლოიდი როცა ჩამირთეს მუსიკის რიტმთან ერთად დავუბრუნდი აღქმას

ეს არ იყო შიში , იყო განცდა მტანჯველი სივდილისა , განვიცადე სიკვდილი სიცოცხლეში , იყო შეგრძნება , რომ ასე უნდა მეტანჯა მთელი ცხოვრება სიკვდილი მერჩივნა ისეთ სიცოცხლეს

თუ ოდესმე ამ ტექსტის მკითხავი გადაწყვეთ ბიო ნარკოტიკის მიღებას გახსოვდეს :

1. შენ მოკვდები

2.გადარჩები მაგრამ დაგეუფლება ისეთი მტანჯველი გრძნობა შეიძლება ფანჯრიდან გადახტე და დაასრულო ტკივილები

და კიდე ბოლოს როცა მდგომარეობიდან გამოვდიოდი ვფიქრობდი , რომ მე სულელი დავრჩებოდი რადგან თავის ძლიერი ტკივილის და სიცარიელის შეგრძნება მქონდა

თუმცა გადავრჩი

ჰო კიდე ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ გადამალავნენ ჩემს გვამს ჩემი მეგობრები ან წყალს გაატანდნენ მას.

ახლა დავწერ ჩემი მეგობრის შეგრძნებების შესახებ რომელის შესახებ თვითონ მომიყვა:
უცნაური ხმები მესმოდა , მეგონა ტელევიზორი იყო ჩართული , შევამოწმე ის გამორთული იყო.

სასუნთქი გზები მეხშობოდა , ვგრძნობდი რომ ყელი მივიწროვდებოდა და დახრჩობით სიკვდილს ველოდებოდი , მელანდებოდა მშობლები და დები , მქონდა სინდისის ქენჯნა რომ რითი ვკვდებოდი ., ვკანაკალებდი , ტელეფონის ნომრებს ვერ ვკრეფდი , გულის ცემა მქონდა საშინლად მომატებული , მხედველობა დამიქვეეითდა , შეგრძნება მქონდა , რომ თვითმკვლელობის წამალი მივიღე განზრახ , რადგან ის ცემი ნებით მოვწიე და მახსენდებოდა ჰიტლერი რომელმაც თავი მოიკლა , ხოლო 1 საათის შემდეგ როცა ვგრძნობდი , რომ აღარ ვკვდებოდი დარწმუნებული ვფიქრობდი რომ ან გავგიჟდებოდი ან სულელელი გავხდებოდი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG