Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიული “მრავალფეროვნება” საქართველოში


ავტორი:თამთა უგულავა

საქართველოში პოლიტიკური პარტიების ბუმია. პარტიები იქმნებიან და იშლებიან, ერთიანდებიან და იყოფიან, პოლიტიკურ ასპარესზე ჩანან ან „კონკურენციის“ პირობებში „თამაშს ეთიშებიან“. ამ მხრივ პარტიული ცხოვრება საქართველოში დუღილის პროცესშია, მაგრამ რა „იხარშება“ არავინ იცის. აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის შექმნისათვის საჭიროა საარჩევნო უფლებების მქონე საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი 300-კაციანი ჯგუფი, რომელიც წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს დამფუძნებელ ყრილობას დაიღებს წესდებას. საქართველოში 300 თანამოაზრის პოვნა არც ისე ადვილია, თუმცა არც ძალიან რთულია. მთავარი ის არის, თუ რას სთავაზობ და რა მიზნით კრებ ამ ადამიანებს.
ჩემი ბლოგის მიზანიც ისაა, რომ გავარკვიო რა მიზნით იქმნებიან პარტიები საქართველოში და რა პოლიტიკური კულტურის მატარებლები ვართ ამ მხრივ.
დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის ერთი ცალსახა და საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, რადგან მკვლევარები ვერ მივიდნენ კონსესუსამდე. ამ შემთხვევაში კი, მე ჩემთვის ყველაზე მისაღებ განმარტებას მოვიშველიებ, რომელიც დიდ პიროვნებასა და პოლიტიკოსს, რონალდ რეიგანს ეკუთვნის: „პოლიტიკური პარტია მეგობართა ჯგუფი არაა, პოლიტიკურ პარტიაში ერთიანდებიან მთავრობის რაობის შესახებ გარკვეული რწმენის გამო“. როგორც ვხედავთ, პარტიის შექმნას მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანთა სანაცნობო წრე არ ჰყოფნის, მას მკაფიოდ გამოკვეთილი ღირებულებები უნდა გააჩნდეს; თანამოაზრეობა შერწყმული უნდა იქნას ღია მიზნებსა და შეხედულებებს.
ახლა კი მთავარი თემა განვიხილოთ _პარტიების შექმნის მიზნები საქართველოში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია სულ 225 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია, აქედან თორმეტმა განიცადა რეორგანიზაცია (გაერთიანების, ან ლიკვიდაციის სახით). დღეისათვის 10 საპარლამენტო (9_ პარტიულ კოალიციაშიდა 1_ოპიზიციური პარტია) და 15 არასაპარლამენტო პარტია ფუნქციონირებს და მოიძებნება ქართულ პოლიტიკურ რუკაზე. არსებული პარტიების იდეოლოგიები და პოლიტიკური პლატფორმა დიდ ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. პლატფორმა საგრძნობლად აცდენილია იდეოლოგიის მთავარ მოწოდებებს. იგი პრაგმატულობის მეშვეობით, უფრო მეტად მოსახლეობის ინტერესებს მიესადაგება და ცდილობს ახალ-ახალი პრობლემების ქომაგობას, ვიდრე იდეოლოგიური პრიორიტეტების დღევანდელობასთან მორგებას.
არსებული რეალობა კი ამ ანომალიის მაგალითებით “გვანებივრებს”: მმართველი ძალა წარმოდგენილია პარტიული კოალიციის სახით, რომელშიც ერთიანდებიან რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიის მქონე პარტიები (დემოკრატიული საქართველო , საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”). წინა საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი იყო როგორც უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა, ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხში, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა. ნაციონალური მოძრაობა თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას წარმოადგენს, რომლის მთავარი ღირებულება პატრიოტიზმის დაცვა უნდა იყოს. თუმცა ამ პარტიის მმართველობისას ეს პრიორიტეტი აშკარად არ სრულდებოდა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქართული პარტიები ძალიან შორს დგანან იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი თვისობრივი ელემენტებისგან და პოლიტიკურ პლატფორმას მოსახლეობის ინტერესების “გათვალისწინებით” ქმნიან. ამ შემთხვევაში კი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი იარაღია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პარტიული სისტემა იმდენად “მოქნილია”, რომ იდეოლოგიით დატვირთვა არ სჭირდება. მთავარია რა აქტიური პრობლემა დგას წინასაარჩევნოდ, რომ იმაზე აიგოს პოლიტიკური კამპანია. მთავარია ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობდეს დაშვებული მექანიზმი და რამდენად თანხვედრაში მოვა იგი პარტიის სახელწოდებასთან (სახელწოდება ხომ იდეოლოგიას ეფუძნება) ნაკლებმნიშვნელოვანია. მართლაც, საქართველოში ადამიანთა ნაწილმა, ზოგმა სად იპოვა თავშესაფარი და ზოგმაც სად. სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა შეხედულებებს მისდევენ და ერთგულებენ. ესე იგი ერთი მთლიანის ნაწილებს ფლობენ, ზოგი რას , ზოგიც რას. და ამავდროულად არავინაა მცდარი, რადგან ის შეხედულებები რასაც მისდევენ, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვაა, ერთ მთლიანს ეკუთვნის და ყველა მიმართულება ნამდვილია. უბრალოდ, რადგან ეს ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა შეხედულებები რომელსაც მიჰყვებიან, ერთი მთლიანის ნაწილებს წარმოადგენს , ხდება გაუცხოება და არ ითავისებენ ერთმანეთისას, არამედ იმ შეხედულებების მართლად წარმოჩენას ცდილობენ და გატანას, რაც თავად მიაჩნიათ ჭეშმარიტებად.
ამას წინათ, ერთ-ერთ სატატიაში წავიკითხე შემდეგი მოსაზრება: “პარტიები, რომლებიც მისდევენ სხვადასხვა იდეოლოგიას, იმ შემთხვევაში თუ კონკურენციის ნაცვლად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და კი არ უარყოფენ ერთმანეთს, არამედ პირიქით, შეითვისებენ და ერთ სხეულად შეიკვრებიან (მათ უკან კი არ დაგვავიწყდეს რომ მთელი საზოგადოება დგას). იდეოლოგიები გონიერების ნაყოფია, პარტიები – იდეოლოგიების და შესაბამისად, პარტიები რომლებიც გამოხატავენ ერთი მთლიანის სხვადასხვა ნაწილებს, თუ ერთობაში იქნებიან, მათი არსებობა დაემსგავსება ერთ მთლიან სხეულს, სადაც ფეხები, ხელები, თვალები, პირი, ცხვირი და ასე შემდეგ, იქნებიან სხვადასხვა პარტიები და ყველა მათგანი იქნება საჭირო ერთი მთლიანის საციცოცხლოდ”. დავეთანხმებოდი ავტორს, მაგრამ ერთ რამ უნდა აღვნიშნო, რომ თუკი ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ღირებულებათა მთელ ჯაჭვს, მაშინ საერთო საქმის კეთების ლოზუნგს ნუღარ მივამაგრებთ ამ ჩვენს “კოალიციებს”. საქმის კეთება ეფუძნება სწორედ იმ იდეოლოგიურ ღირებულებებს, რომლებსაც პარტიები ატარებენ, ხოლო თუკი ჩვენი საერთო მიზანი მხოლოდ ხელისუფლებისათვის და “თბილი სკამებისთვის” ბრძოლაა და ამისთვის ვერთიანდებით, მაშინ “საქმის კეთების სურვილით” ნუღარ დავიტვირთავთ ისედაც “დატვირთულ მხრებს”.
ჩამოუყალიბებელი და სუსტი პოლიტიკური პარტიების არსებობა ქვეყანაში არამდგრადი პოლიტიკური გარემოსა და პოლიტიკური კულტურის განუვითარებლობის განმაპირობებელია. საქართველოში ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტიისთვის მისდევდეს ერთ მიმართულებასა და პრინციპს. პარტია იდეოლოგიის გამტარებელი უნდა იყოს და არა, საყოაველთაო ინტერესის გამტარებელი. ამას თან ერთვის ისიც, რომ საზოგადოებაში ძალიან დაბალი პოლიტიკური განათლების დონეა. პარტიები აირჩევა არა მათი იდეოლოგიის, არამედ მათი ლიდერების მიხედვით.
თავისთავად ცხადია, რომ თუკი ქვეყანაში პარტიული პლურალიზმი არ არსებობს, არ ჩანს პარტიების სწორი და გამოკვეთილი პოლიტიკური კურსი, საარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბებისა თუ არჩევანის გაკეთებისას ყურადღება არ ექცევა იდეოლოგიურ პრინციპებს და პარტიის არსებობის საფუძველი მხოლოდ სახელწოდებასა და სხვა დამახასიათებელ სიმბოლოებში ჩანს, ზედმეტია ვისაუბროთ პარტიული სისტემების განვითარებაზე. პარტიული განუვითარებლობა კი მკაფიოდ აისახება პოლიტიკურ კულტურაზე და აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, გამოდის, რომ პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში ნულს უტოლდება.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე მეტად შეძრწუნებულივარ. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია _ პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი და გასაზრდელი ქართული პოლიტიკური პარტიები მხოლოდ მანდატების და ამომრჩეველთა რაოდენობაზე ზრუნავენ. არადა, საქართველოს ორგანულ კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ნათლად წერია, რომ “პარტიის წესდებაში უნდა აღინიშნოს…..გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები“. ეს კანონი თუკი პარტიის შექმნისას განსაზღვრავს ამ ყოველივეს და ფურცელზე იწერება, რატომ ვეღარ ვახერხებთ განვახორციელოთ რეალობაში და შევინარჩუნოთ მკაფიოიდ იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ნიშა?! იმიტომ ხომ არა, რომ ამ შემთხვევაში პარტიის დაარსების ნამდვილ მიზანთან ვერასდროს მივალთ?! ალბათ გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებას ისევ გაურკვეველი და “ხალხის ინტერესებზე მორგებული” პოლიტიკური მანიპულაცია სჯობს…
“რა გითხრათ, რით გაგახაროთ…”

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG