Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაიხურა საარჩევნო უბნები


ერაყში დასრულდა პირველი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2011 წელს დატოვეს აშშ-ის ძალებმა. არჩევნებამდე ქვეყანაში თავდასხმათა სერია განხორციელდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე მილიონობით ერაყელი მივიდა. გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. 328 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის 277 ბლოკის 9,000-ზე მეტი კანდიდატი. ძალადობის და თავდასხმების შემთხვევები დღესაც იყო, დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი, დაიჭრა 16. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ 30 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ერაყელმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობით მძლავრად გაუწია წინააღმდეგობა მოძალადე ექსტრემისტებს.
XS
SM
MD
LG