Accessibility links

logo-print

სენატორებმა რუსეთის ფირმებისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტი წარადგინეს


აშშ-ის სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს რუსეთის კომპანიებისა და ბანკებისთვის სანქციების დაწესებას უკრაინის მიმართ კრემლის ქმედების საპასუხოდ. კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორებმა 30 აპრილს წარადგინეს, სანქციების დაწესებას ითხოვს კომპანიებისთვის, რომელთა შორის არიან სახელმწიფო ფირმები, გაზპრომი და როსნეფტი, ასევე იარაღის სახელმწიფო საწარმო როსობონექსპორტი, ისევე როგორც რუსეთის ოთხი დიდი ბანკი. ამავე კანონპროექტით, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს, თეთრ სახლს მოეთხოვება არსებითად გააზარდოს აშშ-ის და ნატოს მხრიდან პოლონეთის და ბალტიისპირელი ქვეყნებისთვის მხარდაჭერა. მისივე ძალით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეეძლება 100 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას, ანტისატანკო და ანტისაზენიტო, ასევე მცირე იარაღის სახით.
XS
SM
MD
LG