Accessibility links

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამართლებს უკრაინის არმიის სრულ სამხედრო მზადყოფნას


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება და ვალდებულება, აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს პირდაპირი ძალა უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ: „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მხოლოდ უფლება კი არა, ვალდებულებაა. ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ მთავრობის მოქმედებას და გვჯერა, რომ ის ლეგიტიმურია“. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს კომენტარი მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულების ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებას უკრაინის არმიის „სრულ მზადყოფნაში“ მოყვანის შესახებ. ლინკევიჩუსმა შეაქო უკრაინა „ნამდვილი მოთმინების გამოჩენისთვის“. ამ ეტაპზე ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG