Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორონტოს მერი ნარკოდამოკიდებულების მოსახსნელად შვებულებაში გავიდა


ტორონტოს მერმა რობ ფორდმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა დროებით გადადგეს თანამდებობიდან და ნარკოდამოკიდებულების პრობლემას მიხედოს. შარშან მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია ტორონტოს მერის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ. გავრცელდა აგრეთვე ვიდეო-ჩანაწერიც, რომელზეც ჩანდა როგორ ეწეოდა რობ ფორდი კოკაინს. ამ ფაქტის მიუხედავად, მან შეძლო ტორონტოს მერის თანამდებობის შენარჩუნება. 30 აპრილს „გლოუბ ენდ მეილმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს ახალი, გასული კვირის ჩანაწერიც, სადაც რობ ფორდი კვლავ კოკაინს ეწევა. რობ ფორდს ნათქვამი აქვს, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში დაგეგმილ ტორონტოს მერის არჩევნებში. „ტორონტო სანის“ თანახმად, რობ ფორდს განუცხადებია, რომ დროებით შესვენებას აიღებს საარჩევნო კამპანიიდან იმისათვის, რომ „მიიღოს დახმარება“ ნარკოდამოკიდებულებისგან გასათვისუფლებლად.
XS
SM
MD
LG