Accessibility links

logo-print

ედვარდ სნოუდენს რუსეთში ვიზის გაგრძელების იმედი აქვს


აშშ-ის უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც რუსეთს შეაფარა თავი, იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია მას ლტოლვილის სტატუსს გაუხანგრძლივებს. სნოუდენის რუსეთის ვიზის მოქმედების ვადა ივნისში იწურება. ედვარდ სნოუდენის ადვოკატმა ჯესელინ რადაკმა განაცხადა, რომ სნოუდენს ენატრება შეერთებული შტატები, სამშობლოში დაბრუნება სურს, თუმცა, ახლა ეს ნაკლებად რეალურია. აშშ-ში სნოუდენს ბრალი აქვს წაყენებული გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოპარვასა და გავრცელებაში. სნოუდენს სურს, რომ ბრალდება მოუხსნან, თუმცა, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა სნოუდენისთვის ბრალის მოხსნას აპირებს. ადვოკატმა განაცხადა: „თუკი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სურს სნოუდენთან მოლაპარაკების დაწყება, ის მზად არის ილაპარაკოს, თუმცა, არ აპირებს დაბრუნებას, თუკი ჯაშუშობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს“.
XS
SM
MD
LG