Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში გამარჯვებას წინასწარმეტყველებს


მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ჯერ არ დასრულებულა საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიკი აცხადებს, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში. 30 აპრილს ერაყში პირველად გაიმართა საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც ქვეყანა სამი წლის წინ აშშ-ის სამხედრო ძალებმა დატოვეს. ექსტრემისტების მუქარის მიუხედავად, რომ ტერორისტული აქტებით ჩაშლიდნენ არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60 %-მა. ასობით ათასობით პოლიციელი და სამხედრო უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას არჩევნების დღეს. ერაყის 328 კაციან პარალამენტში, მანდატების უმრავლესობის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი აქვს მმართველ კოალიციას სამართლიანი სახელმწიფოსათვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს კი მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს ნური ალ მალიკის უწინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG