Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტით არავითარი პროპაგანდის დაკანონება არ ხდება


დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონპროექტით არავითარი უკანონობის, ან პროპაგანდის დაკანონება არ ხდება - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სასულიერო პირებს კანონპროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი რომელიმე სოციალურ ჯგუფს რაიმე დამატებით უფლებას არ ანიჭებს და მცდარია მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ ეკლესიას ქადაგება აეკრძალება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს სასულიერო პირებთან კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის დეტალურად განმარტება დაავალა.
XS
SM
MD
LG