Accessibility links

logo-print

ნინო ლომჯარიამ ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკა უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკა უწოდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ. „არასამთავრობო სექტორზე დღეს ასე პუტინი საუბრობს“, - განუცხადა ლომჯარიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი კამპანია საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკმაოდ ეფექტურად წინა ხელისუფლების დროსაც აწარმოეს. რაც შეეხება უკანონო ფარული მიყურადების საწინააღმდეგო კამპანიას, ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის განმვალობაში აკვირდებოდნენ კანონპრექტის განხილვას, რომელსაც შსს აფერხებდა. “როცა დავინახეთ, რომ არანაირი პოზიტივი არ არის და ხელისუფლება არ აპირებს არსებული პრაქტიკის შეცვლას, დავიწყეთ კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ," თორემ ახლაც მზად ვართ და ერთი წლის წინაც მზად ვიყავით, კონსტრუქციულად გვეთანამშრომლა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი შეფასებით, სახელმწიფოსთვის საზიანოა არა კამპანია „ეს შენ გეხება,“ არამედ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება.
XS
SM
MD
LG