Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიიჩნევს კამპანიას - „ეს შენ გეხება“


სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კამპანიას „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურება და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. „მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და მისი საჭიროება უბრალოდ, არ არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება იყო, რომ აღმოეფხვრა ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. „ჩვენი კარი ღიაა და მისი მტვრევა საჭირო არ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან პარლამენტს მიმართა თხოვნით, უკანონო ფარული მიყურადების აღსაკვეთად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განიხილოს და დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG