Accessibility links

მერკელი პუტინს სთხოვს დახმარებას უკრაინაში ეუთოს მეთვალყურეების გათავისუფლებაში


კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა დახმარება უკრაინაში ეუთოს დაკავებული მეთვალყურეების გასათავისუფლებლად. პრეს-სამსახური იუწყება, რომ მერკელმა პუტინს სატელეფონო საუბრისას მიმართა ამ თხოვნით. სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში 25 აპრილიდან ჰყავთ დაკავებული ეუთოს სამხედრო მეთვალყურეები, რომლებსაც „ნატოს აგენტებად“ მოიხსენიებენ. რვა დაკავებულიდან ერთი უკვე გათავისუფლებულია - სამედიცინო მოსაზრებების გამო. დღეს უფრო ადრე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი გამოვიდა მოწოდებით, რომ ეუთოს ორგანიზებით ჩატარდეს მოლაპარაკება კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს შორის.
XS
SM
MD
LG