Accessibility links

logo-print

თბილისში საპირველმაისო მანიფესტაცია იმართება


თბილისში საპირველმაისო მანიფესტაცია იმართება. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი ნაწილი საქართველოს რეგიონებიდან ჩავიდა დედაქალაქში, მანიფესტაციასა და მშრომელთა უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ფოსტაში, რკინიგზასა და სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პრობლემების, კონფლიქტების შესახებ და მიიღო დაპირება, რომ პრობლემები „უსწრაფესად“ მოგვარდება. ასევე პეტრიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდეს 1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე.
XS
SM
MD
LG