Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში სეპარატისტებმა იერიში მიიტანეს პროკურატურის შენობაზე


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში 300-მდე პირმა იერიში მიიტანა გენერალური პროკურატურის შენობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები არიან პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც ქვებს ესროდნენ შენობის გარშემო მდგომ პოლიციელებს. საპასუხოდ პოლიციამ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ მანამდე იუწყებოდა, რომ დონეცკში გაიმართა სვლა, რომლის მონაწილეებიც რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ და ხევდნენ უკრაინის დროშებს, რომლებსაც გზად ხედავდნენ.
XS
SM
MD
LG