Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტველი მინისტრის შეფასებით, უკრიანა ვალდებულია, შეაჩეროს სეპარატისტები


ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ლინას ლინკიევიჩუსი აცხადებს, რომ უკრიანა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, ძალა გამოიყენოს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების შესაჩერებლად. „ეს არის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება - დაიცვა ქვეყნის სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ლინკევიჩიუსმა 30 აპრილს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსანდრ ტურჩინოვს ნათქვამი აქვს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“ მოყვანილი. ამ განცხადების ფონს ქმნის შეიარაღებული სეპარატისტების მიერ მთავრობის შენობების დაპყრობა და გაკონტროლება აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში.
XS
SM
MD
LG