Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქციები


მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა მომცრო აქციები, რომელთა მონაწილეებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და გააკრიტიკეს კრემლის პოლიტიკა. ორივე აქცია ნებრთვის გარეშე ჩატარდა. მოსკოვში სულ შვიდი ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრში დიდი უკრაინული დროშით და უკრაინული ეროვნული ჰიმნის სიმღერით. პოლიციამ აქცია დაშალა და მისი ოთხი მონაწილე დააკავა. ცნობებში არ არის ნათქვამი, რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე სანქტ-პეტერბურგში.
XS
SM
MD
LG