Accessibility links

‘ჩვენ’ და ღირებულებები


ავტორი: მარიამ პირველი

საინტერესოდ საუბარი უდაოდ დიდი ნიჭია, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ნიჭი, როდესაც ადამიანს მოსმენის კულტურა აქვს. ოღონდ არა ისეთი მოსმენის ერთ ყურში რომ შეუშვებ და მეორედან გამოიუშვებ, ან მარტო იმისთვის, რომ ისმენ მერე ნათქვამი გაუზარებლად რომ გაიმეორო და მოწონება დაიმსახურო, ანდაც უარესი, რომ იკატუნებ თავს თითქოს გესმის, სინამდვილეში კი ისეა საქმე რომ ამბობენ: შეაყარე კედელს ცერცვიო.
შემაწუხა ბოლო დროს ერთმა საკითხვა. გამიჩნდა ეჭვი, რომ ადამიანებს სწორად არ გვესმის მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი სიტყვის მნიშნელობა, ანდაც გვესმის მხოლოდ ყურით, გულისყირით კი – არა!
მე ასე მგონია, რომ ადამიანი თავისი ღირებულებებით ფასდება და სულაც არ ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ეს ღირებულება წიგნიერებამ ანდაც პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებამ უნდა მოიტანოს. მე მინახავს ადამიანები რეალურ და გამოგონილ სამყაროშიც (წიგნებსა თუ ფილმებში) რომელთა დაკოჟრილ ხელებსაც კალმის ხმარებაც კი დავიწყებიათ მიწაზე მუშაობით მაგრამ ღირებულებები უდაოდ უნიკალური ჰქონიათ.
ღირებულება, ეს შინაგანი კულტურაა, განვითარების მაღალი საფეხურია, რომელსაც სამწუხაროდ ერთეულები აღწევენ, ამ ღირებულებების მიხედვით ირჩევენ ადამიანები მეგობრებს, სამსახურს, გზას, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანთ, თუმცა ვინ როგორ ხედავს ამ გამარჯვებას ეს რაღათქმაუნდა ძალიან ინდივიდუალურია და ამიტომაცაა ძალიან დიდი განსხვავება ღირებულებეს შორის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG