Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: მარიამ პირველი

წელიწადის ყველა დროს, ყველა სიტუაციაში, განურჩევლად იმისა რომელი პოლიტიკური პარტიაა სათავეში ან რამდენად სტაბილურია სიტუაცია ქალაქში, ეს ჩემთვის შეუცვლელი ქალაქია, სადაც ყოველთვის მიმიწევს გული. თუმცა ამავდროულად სწორედ ეს გული მელაპარაკება საყვედურით როცა ხედავს, რომ ქალაქში ღირებულებები გადანაცრისფერებულია.
მე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო გლობალურად, საამისოდ არც განათლება არც ასაკი და არც გამოცდილება მიწყობს ხელს, მაგრამ ვიტყვი ერთს: არამგონია სწორი ღირებულება იყოს, უნივერსიტეტში სიარული მხოლოდ იმისთვის, რომ გაერიო თბილისის ‘ელიტაში’ ელიტაში, რომლის გარკვეული ნაწილი ქადაგებს ღირებულებეზე, სადაც არ არსებობს დათმობა, პატიება, ერთგულება, პატიოსნება და მორალი.
არამგონია სწორი იყოს ერთ დღეს არასწორი მორალის მქონედ მიგაჩნდეს ადამიანი და ამას დიდი პათოსით ამტკიცებდე, მეორე დღეს კი მეგობრობას ეფოცებოდე საჯაროდ. არამგონია იმხელა გული ჰქონდეს ადამიანს, რომ მასში შეეძლოს დაიტიოს იმდენად დიდი სიყავრული, რომ მთელს ქალაქს ‘ჩემო სიყვარულოთი” მიმართავდეს. არამგონია, აკნინებდეს მოქალაქის სტატუსს წიგნიერება ანდაც ამაღლებდეს გაფუჭებული რადიოსავით ‘ჩახვევა ‘მოდურ წიგნებსა და ახლა უკვე მოდაში შემოსული აუგად საუბარი რელიგუიაზე.
ღირებულება, ეს არის ის, რაც ცხოვრების გზაზე გვაყენებს. რისი მეშვეობითაც შეუძლებელია ერთდროულად გამონახო საერთო ენა მემარჯვენესა და მემარცხენესთან, ღირებულება ეს არის ის, რაც გვაყალიბებს პიროვნებად და განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან.
გაგვიჭირდება დავასახელოთ სულიერი, ვისაც ფინჯან ყავაზე ვიღაც ‘კეთილად’ ან ‘ბოროტად’ არ ‘გაეჭოროს’ მაგრამ დროისა და გარემოების გამო დღეს, რომ გვძულს ხვალ კი ღმერთად ვაქცევთ, როგორც მინიმუმ აზრის არქონას ნიშნავს, მაქსიმუმ კი - არასწორი ღირებულებების ქონას.
ამის გამოა, რომ სოციალური ქსელები აჭრელებულია ადამიანების პროტესთით, სადაც ყველა მესამე პირში ვლაპარაკობთ და ვსაყვედურობთ ‘მათ’ რომ ხალხნო საიდან ამდენი სიძულვილი, საიდან ამდენი სიყალბე, საიდან ამდენი უვიცობა..… მე კი მგონია, რომ ყველამ, ვინც პროიბლემას საზოგადოებაშიხ ხედავს,საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და პასუხი უპირველეს ყოლისა საკუთარ ‘მეს’ მოსთხოვოს. აი როდესეც, ‘მე’ მივა იმ დასკვნამდე, რომ ღირებულებებში სერიოზული გარღვევაა, რომ არასწორად ანვითარებს მას, რომ არ ესმის მისი მნიშვნელობა და იქნებ საერთოდაც არ გააჩნია მაშინ შემცირდება ეს ისტერიული პროტესტი, უკმაყოფილება, აგრესია, რომ საზოგადოება დეგრადირდა და პროტესტის ნაცვლად პრობლემის გადაჭრაზე ვიზრუნებთ.
ღირებულება არ არის თანდაყოლილი, ის შეგვიძლოია შევიძინოთ. მაგრამ კარგი იქნება თუ კი გავიხსენებთ, რომ ის არც მემკვიდრეობითია და მდიდარი ‘წინაპრებისგან’ შეუძლებელია გადმოგვეცეს, ანდაც არ ჰქონდეს მას ვისი წინაპარიც არც თუ ისე კარგი სახელით სარგებლობდა. ასე რომ შეგვიძლია ყველამ დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: სად და როგორ შევიძინოთ ღირებულებები? პირადად მე, მგონია, რომ ნამდვილად საჭიროა!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG