Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერიდეთ დიდხანს ჯდომას


ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

ქალაქში გადასაადგილებლად ყველაზე აქტიურად სამარშუტო ტაქსებს, ეგრეთ წოდებულ მიკროავტობუსებს ვიყენებ.დილით პირველი მიმართულება ყოველთვის უნივერსიტეტისკეენაა შემდეგ კი უკვე ირევა ტრაექტორია.ჩემი ახალი სამსახურის გამო დღის განმავლობაში გამოყენებული სამარშუტო ტაქსების რაოდენობა გაიზარდა და მასში გატარებული დროც კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივდა. ეს დრო კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ერთდოულად ფიქრისა და დაკვირვებისთვის,განსაკუთრებით კი მაშინ როცა ყურებში ჩემი ცხოვრების საუნტრეკი „Imagine“ ჩამესმის.მიკროავტობუსში მოხვედრა და შემდეგ მგზავრობა ყველაზე მარტივი საშუალებაა მოკლე დროში დაინახო თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენს სახელმწიფოში ადამიანები.აქ შეგიძლია შეაფასო,რამდენად გვიჭირს ახლის,უცხოსა და განსხვავებულის მიღება.ამისთვის განვიხილოთ ტრანსპორტში ყოველდღიურად განხორციელებული ურთიერთობის რამდენიმე მაგალითი. ის ადამიანები,რომლებიც პირველები მოხვდენენ მიკროავტობუსში და ადგილებიც დაიკავეს,შეიძლება შევადაროთ ეთნიკურად ქართველების უმრავლესობას,რომლებიც ფიქრობენ,რომ პირველები დასახლდენენ საქართველოს ტერიტორიაზე,ადგილი დაიმასახურეს და ახლა უფლება აქვთ ახლად/დაგვიანებით მოსულს ეჭვის თვალით გულგრილად,ან აგრესიულადაც კი დაუწყონ ცქერა _ ისე როგორც ტრანსპორტში ახალ ამოსულს.ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა,როდესაც ასულხართ,უცებ მოგითვალიერებიათ სკამები და იქ კომფორტულად მსხდომ ადამიანთა ნაწილი დაგხვედრიათ,რომლებიც გათვალიერებენ და მზერით გეუბნებიან _ თქვენ ვეტიკალურ მდგომარეობაში იქნებით მთელი გზა, შეიძლება ბრუნვაც მოგიწიოთ,რამდენჯერმე მტკივნეული დამუხრუჭების ატანაც მოგიწევთ,შეიძლება ბოლოს დაეცეთ. ხშირად შეიძლება მათ(სკამებზე მოთავსებულებმა)ამოსვლის და ფეხზე დადგომის საშუალებაც კი არ მოგცენ, ყველაზე მეტად იმ მგზავრებზე ვბრაზდები,რომლებიც ფანჯრიდან მიყურებენ როგორ გავრბივარ სამარშუტო ტაქსისკენ და მძღოლს არ ეუბნებიან რომ გააჩეროს_ ესენი შეიძლება ვთქვათ,რომ ის მოქალაქეები არიან,რომლებიც იმაზედაც კი არ არიან თანახმა შეზღუდული უფლებებით ისარგებლო „მათ სახლემწიფოში“ _ არა, შენი ფიზიკური განადგურება უნდათ,რადგან შენი არსებობის ეშინიათ.თუმცა დაგვიანებული მგზავრი ასე მარტივად არ თმობს _ ის სიჩქარეს უმატებს ყვრის,არ ნებდება და მაინც ახერხებს ადგილის მოპოვებას.შემდეგ კი გზად სხვას როცა მის მდგომარეობაში ჩავარდნილს ხედავს მძღოლს თვითონ ეძახის ტრანსპორტში მყოფი _ გააჩერე ახალი მგზავრი გყავს. ტრანსპორტში სკამზე მოხვედრა კი ნიშნავს თანასწორობას. თანასწორი მდგომარეობის მოპოვება ყოველთვის არ არის მარტივი.ეს დიდწილად ტრანსპორტის მმართველზე,იგივე სახელმწიფოზე არის დამოკიდებული თუ რამდენად კომფორტული და მშვიდია მგზავრების მდგომარეობა.კი ბატონო,შესაძლოა გყავდეს ფეხზე მდგომი მგზავრები,რომელთა უფლებების ნაწილი ისედაც შეზღუდულია,მაგრამ როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას იღებ,პირველ რიგში ამ ყველაზე ნაკლებად დაცულ ადამიანებზე უნდა იფიქრო.რადგან დამუხრუჭება ყველაზე მტკივნეულ ისევ მათთვისაა და არა იმ უმრავლესობისთვის,რომლებსაც ადგილი უკვე მოუპოვებიათ,გარემოს შეჩვევიან და თავი საკუთარი სკამის კი არა მთლიანი სივრცის ბატონ-პატრონები ჰგონიათ. საქალაქო ტრანსპორტებსა და სახელმწიფოში მდგომარეობაზე ფიქრი,ახალი ინტერპრეტაციებისთვის თქვენთვის მომინდია,მე კი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობისთვის იმ ადამიანების იმედი მაქვს,რომლებიც საკუთარ კომფორტულ მდგომარეობას დათმობენ,დროებით სხვას ჩამოსვავენ, ან ჩაიჩოჩებიან და შევიწროვდბიან,რომ ახალი და უცხო მარტივად შეითვისონ,რადგან მათ იციან,რომ არ შეიძლება ყოველთვის იყო კომფორტულ მდგომარეობაში მყოფი უმრავლესობის ნაწილი,ერთ დღესაც შენც შეიძლება რაიმე მიზეზით აღმოჩნდე ფეხზე მდგომი განსხვავებული და ისე კი იცოდეთ რომ ზოგჯერ დიდხანს ჯდომა მეტად შეიძლება საზიანო იყოს თქვენთვის ვიდრე დგომა.

I hope some day you'll join us
And the world will be as one.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG